Выставка «Грузинские традиционные ковры» в Тбилиси

10 ноября в выставочном центре Государственного фольклорного центра открывается выставка «Грузинские традиционные ковры».
Открытие в 19-00 по адресу пр. Агмашенебели 68.
Выставка продлится до 26 ноября (или до 30 ноября — первоисточники не пришли к единому мнению).

По версии — http://www.apsny.ge/2011/soc/1320864252.php

В выставочном центре Государственного фольклорного центра состоится выставка грузинского традиционного ковра (пардаги).

На выставке будут представлены характерные для разных уголков Грузии образцы — тушинские, хевсурские, пшавские, месхетинские, аджарские ковры. Самым старый из них- фрагмент аджарского ковра — датируется 1812 годом.

Помимо ковровых изделий на выставке будут представлены и другие образцы традиционного народного промысла. Посетители также смогут насладиться народными песнями в исполнении фольклорного ансамбля «Мзетамзе».

Выставка откроется 10 ноября в 19 часов и продлится до 30 ноября.

По версии — http://www.folk.ge/index.php?pg=nws&id=75

10 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ქართული ტრადიციული ფარდაგების გამოფენა გაიხსნება…
2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ექსპოზიცია — „ქართული ტრადიციული ფარდაგი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციულ ფარდაგთა ნიმუშები: თუშური, ხევსურული, ფშაური, მესხური, აჭარული და სხვა. ექსპონატთაგან ყველაზე ძველია 1812 წლით დათარიღებული აჭარული ფარდაგის ფრაგმენტი.
საქართველოს ფარდაგის ქსოვის დიდი ხნის ტრადიცია გააჩნია. ქართულ ხალხურ გამოყენებით ხელოვნებაში მატყლისაგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის ფარდაგს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფარდაგი ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო და გასული საუკუნის 40-50-იან წლებამდე მას დიდი პრაქტიკული თუ ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა (სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად, იატაკსა და ტახტზე დასაფენად, ურმის მოსაჩარდახებლად — მგზავრების წვიმისა და სიცხისაგან დასაცავად).
ფარდაგს მთელ საქართველოში ქსოვდნენ, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ის კუთხეები, რომლებშიც სათანადო ნედლეული — მატყლი მოიპოვებოდა: თუშეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, ხევი, ქართლ-კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, ქიზიყი, აჭარა…
გარდა ფარდაგებისა ექსპოზიცია გაფორმდება ტრადიციული ნაქსოვი ხურჯინებით, თუშური ჩანთებით (აბგა), კერამიკითა და ახალგორიდან წეროვანში ჩასახლებულ ახალგაზრდა ლტოლვილთა ხის ნაკეთობებით.
ტრადიციული ხელოვნების მოყვარულთ საშუალება ექნებათ გამოფენა 26 ნოემბრამდე დაათვალიერონ.

ექსპოზიცია გაიხსნება 19:00 საათზე. მისამართი: დავით აღმაშენებლის 68.